მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, ჯამალ მუსიალა, კონრად ლაიმერი
Aa
Aa

ლაიმერმა ტრავმა მიიღო - რეალთან მუსიალაც საეჭვოა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გულშემატკივრები ევროპულ კლასიკოს იხილავენ. მიუნხენის „ბაიერნი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, გავლენიანი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო „რეკორდმაისტერის“ გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

რომანოს თქმით, ჯამალ მუსიალა განაცხადში მყესების გაღიზიანების გამო ვერ მოხვდა. ამ საკითხზე ტუხელმა განაცხადა, რომ თავად ფეხბურთელს თამაში ძალიან სურდა, მაგრამ აღნიშნული პრობლემა ახალგაზრდა გერმანელს ხელს ძალიან უშლის.

„ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურ განწყობაზე რჩება და იმედი აქვთ, რომ მუსიალა სამშაბათს „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

ფაბრიციო რომანო კონრად ლაიმერზეც წერს, რომელმაც ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩის დროს ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მისი „ბლანკოსთან“ თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 30 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი ანტირეკორდის ზღვარზე
ნაპოლი ანტირეკორდის ზღვარზე