ლივერპული, ვესტ ჰემი, იურგენ კლოპი, მოჰამედ სალაჰი, დარვინ ნუნესი
Aa
Aa

დაპირისპირება სალაჰს და კლოპს შორის - სიტუაცია დარვინმა განმუხტა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ლივერპული“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და მერსისაიდულმა გრანდმა ფაქტობრივად ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა ძირითად შემადგენლობაში მოჰამედ სალაჰი და დარვინ ნუნესი არ დააყენა.

77-ე წუთზე მერსისაიდელები 2:1-ს იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. 2 წუთში კლოპი სამმაგი ცვლილების გაკეთებას აპირებდა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი იყო.

ცვლილების დროს, მოჰამედ სალაჰსა და იურგენ კლოპს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მწვრთნელისა და ფეხბურთელის კონფლიქტი დარვინის მოსაგვარებელი გახდა და სწორედ ურუგვაელის ჩარევის შემდეგ დასრულდა შელაპარაკება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რის გამო მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა Mirror-თან საუბრისას განაცხადა:

„საინტერესოა რა მოელის ახლა სალაჰს. ასეთ კითხვას პირველად ვსვამ. მას „ლივერპულში“ ერთი სეზონი დარჩა. სალაჰი მიმდინარე სეზონში საკუთარი თავის აჩრდილია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრავმიდან დაბრუნდა. მიუხედავად ამისა ის „ლივერპულის“ ლეგენდაა.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ „ლივერპულს“ სატურნირო ცხრილში 77 ქულა დაუგროვდა და მესამე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში მერსისაიდელები „ტოტენჰემს“ უმასპინძლებენ.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი ანტირეკორდის ზღვარზე
ნაპოლი ანტირეკორდის ზღვარზე