სანდრო მამუკელაშვილი, გრეგ პოპოვიჩი
Aa
Aa

მამუკელაშვილი ყველაფერს იმსახურებს - ამერიკული მედიის შეფასება

ბევრი სხვა გუნდისგან განსხვავებით, „სან ანტონიოსთვის“ NBA-ს სეზონი ნაადრევად დასრულდა და როგორც ჟურნალისტები, ასევე გულშემატკივრები გასულ წელს გუნდის ასპარეზობის შეჯამებით არიან დაკავებულები. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საინტერესო და ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ტეხასის კლუბის თითოეული წევრის თამაში იყო განხილული. სანდრო მამუკელაშვილის თაობაზე მხოლოდ დადებითი შეფასებაა და რაც ყველაზე სასიამოვნოა, 24 წლის ქართველი კალათბურთელი ფანების უდიდესი სიყვარულით სარგებლობს და ისინი „მამუს“ დარჩენასა და მისთვის სათამაშო დროის გაზრდას ითხოვენ.

რა წერია მამუკელაშვილზე

ფრანგი სიდი სისოკოსა და ამერიკელების დევონტე გრემის და დომინიკ ბარლოუს მსგავსად, ქართველ სანდრო მამუკელაშვილსაც ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცა, თუმცა როდესაც ის პარკეტზე იყო საოცარი მონდომებითა და ენერგიით თანაგუნდელებს მაქსიმალურად ეხმარებოდა. ბევრი ფიქრობს და ალბათ ასეც არის, რომ გრეგ პოპოვიჩი სანდროს საჭიროებაში ერთი თამაშით მის G ლიგაში გადაყვანის შემდეგ დარწმუნდა, როდესაც მამუკელაშვილმა 34 ქულასთან ერთად 22 მოხსნა დააგროვა და ყველა დაარწმუნა იმაში, რომ ის უკვე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დონეს შეესაბამებოდა. ის საოცრად კარგი კალათბურთელია და ყველაფერს იმსახურებს.

მედიის წარმომადგენლების აზრზეა „სპურსის“ გამოცდილი მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი, რომელიც თვლის, რომ მამუკელაშვილმა არამხოლოდ სათამაშო დროის გაზრდა, არამედ კონტრაქტის გადახედვაც დაიმსახურა. საქართველოს ნაკრების 24 წლის კალათბურთელმა „სპურსის“ შემადგენლობაში გასულ სეზონში ჩატარებულ 46 შეხვედრაში (416 წუთი) 190 ქულა, 146 მოხსნა და 48 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
190 ქულა 416 წუთში - სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა
190 ქულა 416 წუთში - სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა