მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო, რაიან გარსია, დანა უაიტი
Aa
Aa

„მე გაგთიშავ და ალბათ გარსიასთან ჩხუბი მე მომიწევს“ - დვალიშვილმა ომალის უპასუხა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის შონ ომალის სიტყვები მერაბ დვალიშვილს უპასუხოდ დიდხანს არ დაუტოვებია. გუშინ ომალიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ეწერა, რომ ის ჯერ ოქტაგონზე დვალიშვილს დაანოკაუტებს, შემდეგ კი კრივში გადაინაცვლებს და რაიან გარსიასთან გამართავს ბრძოლას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დევინ ჰენს მოუგო.

დვალიშვილმა ომალის სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა, რომ დანოკაუტება მისი საქმე არ არის, ამიტომ თუ მათი ბრძოლა შედგა, მეტოქეს თავად გათიშავს და შემდეგ ირონიულად მიაწერა, რომ ომალის სურვილებს თუ გაყვება, რაიან გარსიასთან კრივის წესებით ჩხუბიც მას მოუწევს.

ომალიმ UFC-299-ზე რამდენიმე კვირის წინ საჩემპიონო ბრძოლაში მარლონ ვერა არბიტრების გადაწყვეტილებით დაამარცხა, რის შემდეგაც ხან მერაბ დვალიშვილთან, ხან კი ილია თოფურიასთან შეხვედრის ჩატარების სურვილს ღიად გამოთქვამს. რაც შეეხება დვალიშვილს, ქართველმა 17 თებერვალს ჰენრი სეხუდოს აჯობა, რის შემდეგაც დანა უაიტმა განაცხადა, რომ მერაბს მომდევნო ბრძოლა საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები