ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

Gazzetta: ბარსა ზეწოლას ახდენს, კვარა სიტისაც მოსწონს

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი უახლოეს დღეებში იტალიური (და არამარტო) პრესისთვის აქტუალური თემა იქნება.

La Gazzetta dello Sport-ი კვარას შესახებ მორიგ ცნობებს ავრცელებს. დაინტერესებული კლუბები, ჯუღელის მხრიდან მოთხოვნილი პირობები და ყველა საინტერესო დეტალი. აი რას წერს წამყვანი იტალიური გამოცემა:

„ქართველი ფეხბურთელის მხარე წლიურად ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს ითხოვს, პლუს ბონუსები. დე ლაურენტისი კი მისი ამჟამინდელი ანაზღაურების გასამმაგებას ანუ სეზონურად 4.5 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს სხვაობა გადაულახავი ბარიერი არ არის.

მაისი გვიახლოვდება და როგორც დაგეგმილია დღეების დღე ახლოვდება. ეს თარიღი დიდი ხნის წინ ჩაინიშნა, თუმცა იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, ნაპოლი ახალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა.

მამუკა ჯუღელის მოთხოვნა წლიური 5 მილიონია და ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივება. პარალელურად ბარსელონა კვარაზე ზეწოლას ახდენს და ჯუღელს სურს გაიგოს როგორია კლუბის განზრახვები. როგორც ცნობილია, ხვიჩა ასევე ძალიან მოსწონს მანჩესტერ სიტისაც.

თუ, დე ლაურენტისი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ჯუღელი მზად არის ნეაპოლელებს ბარსელონას შეთავაზება გადასცეს, რომელიც ბოლო წლებში ფინანსურად არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება“.

- წერს იტალიური გამოცემა.

როგორც ჩანს, კვარას მომავალი მაისის ბოლომდე გაირკვევა. თუმცა არსებობს იმის საკმაოდ დიდი შანსი, რომ მხარეებს შორის შეხვედრის შედეგად პირიქით, გაურკვევლობა გაღრმავდეს და ასეთ შემთხვევაში ქართველი შემტევის მომავლის გარკვევა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაიწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბა სრულყოფილი მაგალითია - ატლანტას მწვრთნელმა ქართველი შეაქო
საბა სრულყოფილი მაგალითია - ატლანტას მწვრთნელმა ქართველი შეაქო