კუბო: რეალს გაუმართლა, ამ გოლს ჩემპიონთა ლიგაზე არ გააუქმებდნენ
ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სან სებასტიანში „რეალ სოსიედადს“ 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ, ბასკების იაპონელმა შემტევმა ტაკეფუსა კუბომ პრესასთან ისაუბრა და „სამეფო კლუბის“ მიმართ მიკერძოებულ მსაჯობას გაუსვა ხაზი.
32-ე წუთზე „სოსიედადს“ საგოლე მომენტი ჰქონდა, რა დროსაც არბიტრმა ჯარიმა დააფიქსირა. კუბო თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მსგავს მომენტში არბიტრები ჯარიმას არ დააფიქსირებდნენ.
მსაჯმა ხოსე მუნუერა მონტერომ, ვიდეოს რეფერის განხილვის შემდეგ, გადაწყვიტა გოლი არ დაეთვალა იმის გამო, რომ ბარენეჩეამ ჩუამენის ფეხი გამოსდო და წონასწორობა დააკარგვინა.
Real Sociedad’s Take Kubo believes his goal should have stood against Real Madrid:
— LaLigaExtra (@LaLigaExtra) April 26, 2024
“I can only say that the player who lost the ball (Tchouameni) was sleeping. In the Champions League this doesn’t get disallowed.”
[@MovistarFutbol]
pic.twitter.com/uS8hUIshUl
„სამწუხაროა. ვინც თამაშს უყურა, იცის, რომ ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით.
გოლი გავიტანე, ორი-სამი შანსი გვქონდა. მათ გაუმართლათ. 90 წუთში ერთი-ორი მომენტი ჰქონდათ. ჩვენი გუნდი უფრო ძლიერი იყო, მაგრამ მთავარი შედეგია.
ბარენეჩეა ბურთის წაღებას აპირებდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვინც ბურთი დაკარგა (ჩუამენი) მას იმ მომენტში ჩამოეძინა. სულ ეს იყო. ჩემპიონთა ლიგაზე ეს გოლი ნამდვილად არ გაუქმდებოდა.
ასეთ მატჩებში საკუთარ მოედანზე ვმარცხდებით, ეს კი ევროზონაში მოსახვედრად ეს ხელს გვიშლის“.
- განაცხადა კუბომ.
33 ტურის შემდეგ, „რეალ სოსიედადი“ 51 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.