კრიშტიანუ რონალდუ, რალფ რანგნიკი
Aa
Aa

Bild: რონალდუ თადარიგში ჯდომას უკადრისობდა - განაცხადს მიღმა დარჩენა ერჩივნა

გერმანულმა Bild-მა კრიშტიანუ რონალდუსა და რალფ რანგნიკის ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები მოიპოვა და გამოაქვეყნა.

საუბარია კრიშტიანუს სათამაშო პირობებზე, რომლებსაც ის „იუნაიტედში“ ყოფნისას გერმანელი სპეციალისტისგან ითხოვდა.

Bild-ი წერს, რომ იმ დროს რონალდუმ მწვრთნელს თავის სათამაშო დროზე მითითებები მისცა. ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ ხუთიდან ოთხ მატჩს ჩაატარებდა და მეხუთეს რომელსაც არ თამაშობდა, მოითხოვდა, რომ რანგნიკს იგი განაცხადს მიღმა დაეტოვებინა, რადგან მატჩისთვის თვალის მიდევნება სათადარიგოთა სკამიდან არ სურდა. რონის ამის გაკეთება სახლში ერჩივნა.

პორტუგალიელი „იუნაიტედში“ 2022 წლის ნოემბრამდე თამაშობდა. გუნდის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე, კრიშტიანუმ კლუბი ჟურნალისტ პიერ მორგანთან ინტერვიუს დროს გააკრიტიკა. საუბრისას მან ახსენა რანგნიკი და თქვა, რომ არავის ესმოდა მისი სპორტულ დირექტორად დანიშვნა და დასძინა, რომ ის „მწვრთნელიც კი არ არის".

ჯამში გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით რონალდუმ 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე და ნაპოლი შეთანხმდნენ - დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა
კონტე და ნაპოლი შეთანხმდნენ - დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა