ოთარ კიტეიშვილი, ანდრეას შიკერი
Aa
Aa

კომპლიმენტები კიტეიშვილს საჩემპიონო მატჩის წინ

ოთარ კიტეიშვილსა და მის თანაგუნდელებს ხვალ საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაშის ჩატარება მოუწევთ. სატურნირო ცხრილის ლიდერი „შტურმი“ სტუმრად „ზალცბურგს“ ხვდება, რომელსაც გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე სამი ქულით უსწრებს. როგორც ერთი, ასევე მეორე კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ, ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც გრაცის გუნდის წლევანდელი წარმატების მთავარ შემოქმედად კიტეიშვილი არის დასახელებული. ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ 28 წლის ქართველი ნახევარმცველი მშვენიერ ფორმაშია და სეზონის დარჩენილ მატჩებში ასეთივე ასპარეზობას თუ განაგრძობს, როგორც გატანილი გოლების, ასევე საგოლე პასების რაოდენობით კარიერის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.

რა წერია სტატიაში

„შტურმი“ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან ძალიან ახლოს არის, ეს კი უპირველეს ყოვლისა 1.73 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა. წინა ტურში ვენის „რაპიდის“ კარში გატანილი ბურთი მიმდინარე სეზონში მისთვის მეექვსე იყო და კიდევ ერთის გატანის შემთხვევაში კარიერაში სარეკორდო შედეგს გაიმეორებს, როდესაც 2020-2021 წლების სეზონში შვიდი გოლით გამოიჩინა თავი. კიტეიშვილი გრაცელებს 2018 წელს თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა და კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება. „შტურმის“ სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი კარგად აცნობიერებს, რომ ოთარის შენარჩუნება გაუჭირდებათ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის კარიერის პიკშია, რამდენიმე თვეში კი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, სადაც მას უამრავი კლუბის წარმომადგენელი დააკვირდება. გარდა დაუღალავი შრომისა და ვარჯიშისა, წლევანდელ სეზონში კიტეიშვილის წარმატების საიდუმლო ცოტა გამართლებაშიცაა იმ კუთხით, რომ ის დიდი ხანია გადაბმულად თამაშობს. სამწუხაროდ, ოთარი ტრავმებისადმია მიდრეკილი და „შტურმში“ 6-წლიანი ასპარეზობის პერიოდში ჯამში 56 მატჩი გამოტოვა, რაც თითქმის ორი სეზონია.

ოცდარვა ტურის შემდეგ ბუნდესლიგას „შტურმი“ 38 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე მყოფ „ზალცბურგს“ კი 35 ქულა აქვს. წარმატების შემთხვევაში გრაცის კლუბი ქვეყნის ჩემპიონი 13-წლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედ გახდება და ზალცბურგელთა ათწლიან დომინაციას წერტილს დაუსვამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„28 წლის არის და გვესმის, რომ კარიერაში რაღაც ახალი სურს...“
„28 წლის არის და გვესმის, რომ კარიერაში რაღაც ახალი სურს...“