ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

„საოცრად მოტივირებული იყო“ | რას წერს EJU გრიგალაშვილის ტრიუმფზე

ევროპის ჯუდოს კავშირი, EJU ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფს გამოეხმაურა. ქართველმა ჯუდოკამ ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფენომენალურად იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა, რაც EJU-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„ტატო გრიგალაშვილი უაღრესად მოტივირებული იყო, რათა ტიტული დაებრუნებინა და მას 44 წამი დასჭირდა, რომ მიზნისთვის მიეღწია. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მონპელიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა, დღეს კი ოქროს გარდა არაფერზე იყო თანახმა და სამწუხაროდ, ფრანკ დე ვიტს ეს ყველაფერი ტიტულის ფასად დაუჯდა. გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონობა ძლიერი ჰიზა გურუმათი მოიპოვა და მწვერვალზე დაბრუნდა“, - წერს EJU.

შეგახსენებთ, რომ გრიგალაშვილი მეორე ქართველი ჯუდოკაა, რომელმაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქრო აიღო. ტატომდე, წარმატებას ვაჟა მარგველაშვილმა მიაღწია, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გეტყვით იმასაც, რომ ხვალ მედლებისთვის საბა ინანეიშვილი, ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ილია სულამანიძე და სოფიო სომხიშვილი იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არაა“ | რა თქვა ლასლო ბოლონიმ გიორგიზე
„მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არაა“ | რა თქვა ლასლო ბოლონიმ გიორგიზე