დინამო თბილისი, თელავი, სამტრედია, კოლხეთი 1913
Aa
Aa

დინამო თბილისმა თელავს ვერ მოუგო | კოლხეთი 1913-ის გამარჯვება სამტრედიასთან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტური „კოლხეთი 1913“-ისა და „სამტრედიას“ დაპირისპირებით გაიხსნა. ივან ბალანის ბიჭებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს და მეტოქე დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხეს.

„კოლხეთი 1913“-ს ბევრი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა და გოლის გატანასთან ახლოს რამდენჯერმე იყო. 69-ე წუთზე, „სამტრედიას“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კირილ კლიმოვმა შეასრულა, მაგრამ მას ავთანდილ ლაბაძემ აჯობა.

„კოლხეთი 1913“-მა ანგარიში მალევე გახსნა. 72-ე წუთზე, „სამტრედიამ“ საკუთარ საჯარიმოში წესები კიდევ ერთხელ დაარღვია და ამჯერად პენალტი ლაშა კოხრეიძემ გამოიყენა - 1:0. შეხვედრის მეორე გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა, რომელმაც თავი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გამოიჩინა - 2:0

დღის მეორე მატჩს „დინამო არენამ“ უმასპინძლა, სადაც „დინამო თბილისმა“ „თელავი“ მიიღო. თბილისელები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდნენ და რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ლევან თანდილაშვილს, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, ვერ აჯობეს. „თელავმა“ თავისი გოლი გაიტანა და თავი რუსტამ ხალნაზაროვმა გამოიჩინა, მაგრამ მის მიერ შეგდებული ბურთი ხელით თამაშის გამო გაუქმდა.

ამრიგად, „დინამო თბილისს“ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. „თელავის“ ანგარიშზე 11 ქულაა და მეშვიდე გახლავთ. „კოლხეთი 1913“-მა 13 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, „სამტრედია“ კი 7 ქულით მეცხრეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ მერაბს დავანოკაუტებ, შემდეგ კი...“ | შონ ომალის პოსტი სოციალურ ქსელში
„ჯერ მერაბს დავანოკაუტებ, შემდეგ კი...“ | შონ ომალის პოსტი სოციალურ ქსელში