გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის მაგარი მატჩი | ლენოვო ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში, ქართველი ცენტრის გუნდი ბერძნულ „პერისტერის“ დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია - 97:93.

შერმადინმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 26 წუთი და 4 წამი გაატარა. ამ დროში, „შერმინატორმა“ 21 ქულა, 3 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და ორი შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო სროლა გამოიყენა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 22 გახლდათ.

„ლენოვო ტენერიფეს“ რიგებში ყველაზე მეტი, 34 ქულა კაილ გაიმ ჩააგდო. მარსელინიო უერტასმა მატჩი 27 ქულით, 9 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. „პერისტერის“ რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულით ელაია მიტრუ-ლონგი გამოირჩა.

ცნობისთვის, „ლენოვო ტენერიფეს“ მომდევნო მეტოქე უახლოეს საათებში გაირკვევა. ოთხთა ფინალის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „მურსია“ და „უნიკახა“ ხვდებიან და მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არაა“ | რა თქვა ლასლო ბოლონიმ გიორგიზე
„მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არაა“ | რა თქვა ლასლო ბოლონიმ გიორგიზე