მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, რაიან გარსია
Aa
Aa

„ჯერ მერაბს დავანოკაუტებ, შემდეგ კი...“ | შონ ომალის პოსტი სოციალურ ქსელში

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილი კიდევ ერთხელ ახსენა. „შუგამ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარ ქომაგებსა და MMA-ის გულშემატკივრებს სამომავლო გეგმები გაუზიარა.

„მერაბის დანოკაუტების შემდეგ, რაიანთან კრივში მექნება ჩხუბი“, - განაცხადა ომალიმ და რაიან გარსიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. გარსია ამერიკელი მოკრივეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იჩხუბა და დევინ ჰენის მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია.

საინტერესოა, რომ ომალიმ მსგავსი იდეა რამდენიმე დღის წინაც გააჟღერა და მისი სიტყვები დვალიშვილს უპასუხოდ არ დაუტოვებია. „მანქანამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „შუგა“ მის დაიგნორებას განაგრძობს.

ცნობისთვის, დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა 17 თებერვალს, UFC 298-ზე გამართა და ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ომალიმ კი UFC 299-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მარლონ „ჩიტო“ ვერას ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ ჩემპიონი გახდება“ | რა თქვა ჟოზე ალდომ მერაბზე
„მგონია, რომ ჩემპიონი გახდება“ | რა თქვა ჟოზე ალდომ მერაბზე