გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი
Aa
Aa

„მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არაა“ | რა თქვა ლასლო ბოლონიმ გიორგიზე

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. ბოლონის თქმით, „მეცი“ მხოლოდ მიქაუტაძე არაა და ქართველი ფეხბურთელი თამაშებს მარტო ვერ იგებს.

„გიორგი მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ მეცი მხოლოდ მიქაუტაძე არაა. გიორგი ჩემი მეგობარია, მიყვარს და მისთვის ვიბრძოლე, მაგრამ თამაშებს მარტო ვერ იგებს. იგი ერთ-ერთია იმ 20 ფეხბურთელს შორის, რომლებიც სამატჩო განაცხადში არიან. მეფე გიორგიზე არასდროს ვისაუბრებ, ამის საჭიროება არ დგას.

დაძლია თუ არა პრობლემები მეცში დაბრუნებით? იმედი მაქვს, არ დაივიწყებს იმას, რაც აიაქსში გამოიარა, რადგან არის შანსი, რომ რამდენიმე კვირაში იქ დაბრუნდეს. მას ყურადღებით გააკონტროლებენ და არის თუ არა ეს შანსი სხვებისთვის? ვერაფერს ვიზამ იმასთან დაკავშირებით, რომ მის წინააღმდეგ აქტიურ დაცვას ითამაშებენ და ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ყველაფერი უფრო მარტივადაა, როცა გუნდში გოლის 3-4 გამტანი გყავს“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 30 ტურის შემდეგ, „მეცს“ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციას იკავებს. მიქაუტაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 28 აპრილს, „ლილის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართულად 30 სიტყვა ვიცი“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ RMC Sport-თან
„ქართულად 30 სიტყვა ვიცი“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ RMC Sport-თან