ლაშა შავდათუაშვილი
Aa
Aa

მე-3 მედალი ევროპის ჩემპიონატზე | ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო.

ლაშა მეოთხედფინალში დანილ ლავრენტევთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. პირველ შეხვედრაში მან მარკ ჰრისტოვი დაამარცხა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი მოლდოველ ადილ ოსმანოვს ოქროს დროში გაფორმებული ვაზარით აჯობა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებისთვის ეს მესამე მედალია. გუშინ, ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. რამდენიმე წუთში, ზაგრების ტატამიზე კიდევ ერთ ქართველ ჯუდოკას ვიხილავთ და ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

გეტყვით იმასაც, რომ ხვალ მედლებისთვის საბა ინანეიშვილი, ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ილია სულამანიძე და სოფიო სომხიშვილი იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ ჩემპიონი გახდება“ | რა თქვა ჟოზე ალდომ მერაბზე
„მგონია, რომ ჩემპიონი გახდება“ | რა თქვა ჟოზე ალდომ მერაბზე