მერაბ დვალიშვილი, ჟოზე ალდო, შონ ომალი
Aa
Aa

„მგონია, რომ ჩემპიონი გახდება“ | რა თქვა ჟოზე ალდომ მერაბზე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟოზე ალდომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ბრაზილიელი ექს-ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ „მანქანა“ შონ ომალის დაამარცხებს და საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებს.

„მერაბთან ჩხუბი წარსულშია დარჩენილი და დვალიშვილს საერთო არაფერი აქვს ჩემს სურვილთან, რომ UFC-ში დავბრუნდე. მერაბთან ჩხუბის წყალობით მივხვდი, რომ დასვენება აუცილებელი იყო და ჩემს ორგანიზმს აღსადგენად დრო სჭირდებოდა.

დვალიშვილს პატივს ვცემ. იმედი მაქვს, ქამარს დაისაკუთრებს, რადგან ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩემპიონებთან მექნება წაგებული. შონ ომალის ძლიერი მხარეები აქვს. შუგა ჩემპიონია და ალჯამეინ სტერლინგი ტახტიდან ჩამოაგდო, მაგრამ მგონია, მერაბი გაიმარჯვებს. დვალიშვილი კარგი სტრაიკერია, რომელიც მოკლე დისტანციაზე ბრწყინვალედ მოქმედებს. ომალისადმი უპატივცემულობას არ ვიჩენ, მაგრამ ვფიქრობ, მანქანა გაიმარჯვებს“.

ცნობისთვის, ალდომ UFC-ში ბოლო ბრძოლა 2022 წლის 20 აგვისტოს გამართა და დვალიშვილთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ალდო ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი გახლავთ და ქამარი 2015 წელს, კონორ მაკგრეგორთან მარცხის გამო დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართულად 30 სიტყვა ვიცი“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ RMC Sport-თან
„ქართულად 30 სიტყვა ვიცი“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ RMC Sport-თან