გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

21-ე საუკუნის ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე - ElDesmarque-ს სტატია მამარდაზე

„ვალენსიას’’ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია და შესანიშნავი შანსი აქვს „მესტალიაზე’’ გამართული მატჩების მიხედვით ამ საუკუნეში „ღამურების’’ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს. იგულისხმება ერთ სეზონში საშინაო კედლებში გამართულ მატჩეში გაშვებული გოლები. სტატიას ამ თემაზე ElDesmarque აქვეყნებს.

ამ სეზონში მამარდა „მესტალიაზე’’ საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.625 გოლს უშვებს, რაც 2000 წლიდან დღემდე მეოთხე საუკეთესო შედეგია,  სეზონის დარჩენილ ნაწილში „ვალენსია’’ კიდევ სამ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს (ალავესი, რაიო ვალეკანო, ჟირონა).

2001/02 წლების სეზონში „ღამურებმა’’ „მესტალიაზე’’ 8 გოლი გაუშვეს, 2001-02 და 2014-15 წლების სეზონებში - 10 გოლი. ამ ეტაპზე მამარდამ 10 გოლი გაუშვა და თუ ამ შედეგს შეინარჩუნებს, პირადი პროდუქტიულობის კუთხით სეზონს უმაღლეს დონეზე დაასრულებს.

ამ სეზონში „მესტალიაზე’’ მამარდას ერთზე მეტი გოლი მხოლოდ სამმა გუნდმა გაუტანა (ოსასუნა, რეალი და ბეტისი).

ასევე გეტყვით რომ მამარდა რიკარდო ზამორას პრიზისთვის იბრძვის, ამ ეტაპზე მესამე ადგილზეა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 1,06 გოლს უშვებს და მხოლოდ უნაი სიმონსა (საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0,9 გოლს უშვებს) და ალექს რემიროს (საშუალოდ ერთ შეხვედრაში 1,03 გოლს უშვებს) ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები