გიორგი მიქაუტაძე, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: აიქსში მარცხმა მიქაუტაძე უფრო გააძლიერა

ვილი სანიოლმა ფრანგულ RMC Sport-თან ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აიაქსში“ რთულმა პერიოდმა ის უფრო გააძლიერა.

„ის ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ იგი ცოტათი გვიან გაიხსნა, გამომდინარეობს იქიდან, რომ მან ადრეულ ასაკში რაღაც დააკლო. ლიონის აკადემიაში მას ყველაფერი ჰქონდა. მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც ხვდება, რომ შედეგის მისაღწევად ბევრი შრომა არის საჭირო.

აიაქსი? დიახ, მას იქ ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ვფიქრობ, ამ მარცხმა ის კიდევ უფრო მომწიფებულ მოთამაშედ აქცია და გააძლიერა. ის ამჟამად საკუთარი თავის გადატვირთვის პროცესშია. როგორც ვიღაცამ ახსენა, ის მარტო ცდილობს მეცი უმაღლეს ლიგაში დატოვოს“.

- ამბობს სანიოლი.

მიქაუტაძე „აიაქსში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. ამსტერდამულმა გუნდმა „მეცს“ მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარის წესით ისევ ფრანგულ კლუბში დააბრუნა.

ქართველმა ფორვარდმა „მეცში“ ბოლო 3 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა. ჯამში კი 2023/24 წლების სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით 16 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასა და ოსიმენის ფასი დავარდა, მათი გაყიდვის რისკი არსებობს...“
„კვარასა და ოსიმენის ფასი დავარდა, მათი გაყიდვის რისკი არსებობს...“