გოგა ბითაძე
Aa
Aa

ორლანდომ სერიაში ანგარიში შეამცირა - ბითაძის 3 მოხსნა და 1 პასი

NBA-ს ფლეი-ოფის 1/8-ფინალის მესამე შეხვედრაში „ორლანდო მეჯიქმა’’ „კლივლენდ კავალიერსი’’ 121:83 დაამარცხა. ამ მოგებით „ორლანდომ'' სერიაში ანგარიში შეამცირა, სამი შეხვედრის შემდეგ „კლივლენდი’’ 2:1-ს იგებს.

ფლეი-ოფის პირველ ორ მატჩში ბითაძეს არ უთამაშია. ამჯერად, მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ მცირე სათამაშო დრო მისცა. გოგამ პარკეტზე 5 წუთი და 35 წამი გაატარა, მის ანგარიშზე 3 მოხსნა და 1 პასია.

„ორლანდოდან'' საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო, 31 ქულა ჩააგდო, 14 მოხსნა და 5 პასი შეასრულა.

გუნდებს შორის მეოთხე შეხვედრა 27 აპრილს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები