მერაბ დვალიშვილი, პაულო კოსტა
Aa
Aa

პაულო კოსტას და რემპეიჯ ჯექსონს მერაბ დვალიშვილი მექსიკელი ეგონათ

UFC-ის მებრძოლი, პაულო კოსტა JAXXON PODCAST-ის სტუმარი იყო, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რემპეიჯ ჯექსონი გახლავთ. კოსტამ და ჯექსონმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრეს და არ დამალეს, რომ „მანქანა“ მექსიკელი ეგონათ.

„მერაბი მექსიკელი მეგონა, სანამ ჩვენთან სტუმრად არ მოვიდოდა. მთელი დროის განმავლობაში მეგონა, რომ მექსიკელი იყო, შემდეგ კი აქ მოვიდა და გავარკვიეთ, რომ საქართველოდანაა. პირველად, დვალიშვილს მექსიკურ რესტორანში შევხვდი და მექსიკელი ამიტომ მეგონა. მხრებზე ჰყავდათ აყვანილი და ასე ატარებდნენ. ჩავთვალე, რომ ეს მექსიკური ტრადიცია იყო და დავიბენი. ამას ისიც დაემატა, რომ მეხიკოში მექსიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი ჩავიდა“, - განაცხადა ჯექსონმა.

„მექსიკელი არაა?! მეგონა, რომ იყო... მის საჭმელში ლობიო და ტაკო შემხვდა... ღმერთო ჩემო. ეს ბიჭი გვეთამაშება. მექსიკელი მართლა არაა? მეგონა, ტიხუანადან იყო“.

მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა 17 თებერვალს, UFC 298-ზე გამართა და ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი მომდევნო ბრძოლა სატიტულო იქნება და შონ ომალის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ტოპ 10 მეკარე Four Four Two-ს აზრით | მამარდა ათეულში არაა
მსოფლიოს ტოპ 10 მეკარე Four Four Two-ს აზრით | მამარდა ათეულში არაა