როგორ მოიპარა პირველად მერაბის საჭმელი | პაულო კოსტას ისტორია
UFC-ის მებრძოლი, პაულო კოსტა JAXXON PODCAST-ის სტუმარი იყო და ბევრ თემაზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ბრაზილიელს მერაბ დვალიშვილის საჭმელზეც ჰკითხეს, რომელსაც იგი UFC PI-ში ყოფნისას ხშირად იპარავდა და გაიხსენა დღე, როცა ეს პირველად გააკეთა.
„ვიღებდი თუ არა UFC PI-ში ყოფნისას სხვა მებრძოლების საჭმელს? კი, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ არა ყოველთვის. მერაბის საჭმელი საუკეთესო იყო, მაგრამ ძალიან ბევრი მომივიდა და საკმარისია.
UFC PI-ში მაცივარი აქვთ, სადაც პაკეტებს მებრძოლების გვარები აწერია. პირველად, როცა იქ გავიარე და ჩემი საჭმელი მივირთვი, ვერ გავძეხი. მაცივრისკენ გავიხედე და დავინახე, რომ ერთ-ერთ პაკეტს მერაბ დვალიშვილის სახელი და გვარი ეწერა. ეს დაახლოებით ორი-სამი წლის წინ მოხდა და საკუთარ თავს ვკითხე, მერაბ დვალიშვილი ვინ ჯანდაბაა-მეთქი. მართლა არ ვიცოდი, ვინ იყო. ვთქვი, მერაბი ჯანდაბაშიც წასულა-მეთქი და მისი საჭმელი ავიღე. გემრიელი იყო. ბრინჯი და ქათამი დამხვდა და ძალიან ვისიამოვნე. სხვათა შორის მე როცა ვიჩხუბე იმ დღეს ჰქონდა ბრძოლა და ჟოზე ალდოს მოუგო“.
ცნობისთვის, UFC Performance Institute-ი UFC-ის საკუთრებაში არსებული დაწესებულება, რომელიც მებრძოლებს წონასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ვარჯიშში ეხმარება, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და სპორტსმენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს. კოსტა UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში გამოდის და „მანქანამ“ მას ფაქტზეც წაასწრო, როცა მისი საჭმელი მოიპარა.