იპონი და გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ეთერ ლიპარტელიანის ბრინჯაო
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა.
-66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
-57 კგ-ში კი ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მოპოვება მოახერხა. ეთომ საწყის ეტაპზე იტალიელი კაპანინი დიასი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ უმძიმეს ბრძოლაში პარიზის გრანდ-სლემის მოქმედ ჩემპიონს ფრანგ ფაიზა მოკდარს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სეია ბალჰაუს იპონით აჯობა. ნახევარფინალში კი უკრაინელ დარია ბილოდიდთან ვაზარით დამარცხდა.
რაც შეეხება ბრინჯაოსთვის ბრძოლას, ეთომ სერბ მარიცა პერისიჩთან მძიმე ბრძოლაში, სადაც 2 გაფრთხილებით მარცხთან ახლოს იყო, დამატებით დროში იპონით გამარჯვება შეძლო.