ვაჟა მარგველაშვილი
Aa
Aa

ბრძოლა შემოატრიალა - ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე -66 კილოგრამ კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე დღეს ქართულ დელეგაციას ოქროს მედალი მოუტანა.

მარგველაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში ავსტრიელ მარკუს აუერს მოუგო, 1/4 ფინალში კი იტალიელი მატეო პირასი დაამარცხა. ნახევარფინალში კი ესპანელი ალბერტო გაიტერო მონტერო იპონით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ჯერ ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი მეტოქეს სუფთა გდება შეუსრულა.

ფინალში მარგველაშვილის მეტოქე თურქი მუჰამედ დემირელი იყო.

ფინალი თურქმა უკეთ დაიწყო და მალევე ვაზარი მოიპოვა. ვაჟამ ყველაფერი დროულად გამოასწორა და საპასუხო ვაზარი აიღო. მალევე კი ავასატე-იპონით გამარჯვებაც გაიფორმა.

აქვე გეტყვით, რომ მარგველაშვილისთვის ეს კარიერაში ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ოქროს მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეიძლება, ილიამ მოიგო, მაგრამ ალექსი უკეთესი მებრძოლია“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი
„შეიძლება, ილიამ მოიგო, მაგრამ ალექსი უკეთესი მებრძოლია“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი