ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ | რა თქვა დიეგო ლოპესმა თოფურია VS ჰოლოუეიზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, დიეგო ლოპესმა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა. ლოპესის თქმით, ამ ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და MMA-ის გულშემატკივრებს ძალიან საინტერესო დაპირისპირება ელოდებათ.

„თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი არის ბრძოლა, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გვინახავს თოფურიას მაგარი გამოსვლა მებრძოლებთან, რომლებიც მასზე ძალიან მაღლები არ არიან, მაგრამ მათთან ილიას პრობლემებიც გაუჩნდა. მაგალითად, ჯაი ჰერბერტთან, რომელთანაც ნოკაუტამდე დისტანციის შემცირება ძალიან უჭირდა.

ყველამ ვიცით, მაქსი დისტანციას რა შესანიშნავად აკონტროლებს და UFC-ში თითქმის ყველა სიმაღლისა და ყველანაირი სტილის მქონე მებრძოლის წინააღმდეგ უჩხუბია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. პირადად ჩემთვის, ყველაზე დიდი ინტრიგა ჰოლოუეის წონის კლებას ახლავს. გეიჯისთან ბევრი კილოგრამი ჰქონდა მომატებული და დიდი დრო დასჭირდება, რათა ილიასთან ჩხუბისთვის მოემზადოს და წონა დააფიქსიროს.

ჩემი აზრით, ეს არის ბრძოლა, რომელიც MMA-ის ყველა ქომაგს დააინტერესებს, რადგან ძალიან გვინდა ვნახოთ მაქსი ახალ სისხლს და მებრძოლს, რომელიც წარმატებას მოწყურებულია, როგორ გაუმკლავდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილიას რადიკალურად განსხვავებული ჩხუბის სტილი აქვს. თოფურია უფრო ტექნიკური, მშვიდი და ძალიან ძლიერია“.

ცნობისთვის, მაქს ჰოლოუეიმ ბოლო ბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში გამარტა და ჯასტინ გეიჯი დაანოკაუტა. „დალოცვილს“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა, უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ილიას მომდევნო მეტოქე ის იქნება. ლოპესს რაც შეეხება, მან ბოლო ბრძოლა სოდიქ იუსუფის წინააღმდეგ, UFC 300-ზე გამართა და მეტოქე პირველ რაუნდში დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე“ - ჩავიმ დარჩენის მიზეზები ახსნა
„ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე“ - ჩავიმ დარჩენის მიზეზები ახსნა