„ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე“ - ჩავიმ დარჩენის მიზეზები ახსნა
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუს დროს თავის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რაც „ბარსელონადან“ წასვლის გადაწყვეტილების შეცვლას უკავშირდება.
რას ამბობს ჩავი:
იცით, რომ ბარსელონა ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, კლუბისთვის მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთო. მთავარია, კლუბზე ვიფიქროთ. პრეზიდენტს შეხვედრის დროს ჩემი აზრი გავუზიარე და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის გუნდიდან დიდ ნდობას ვგრძნობ.
მოთამაშეებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმაში, რომ დავრწმუნებულიყავი ამ პროექტის მომავალში. ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს - ის წარმატებულია და საქმეს კარგად ვაკეთებთ. ფანებიც მეხმარებიან იმის გაგებაში, რომ რატომ უნდა დავრჩე. ვგრძნობ როგორც ჩემს, ისე გუნდში მყოფი ყველა ადამიანის პროფესიონალიზმსა და თავდაჯერებულობას. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება კლუბისთვის საუკეთესო იქნება.
იანვარში ვფიქრობდი, რომ წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, ახლა კი სიტუაციას სხვანაირად ვუყურებ. ძალიან მადლობელი ვარ და ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ესპანურმა Marca-მ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩავი ერნანდესმა „ბარსელონაში“ დარჩენა გადაწყვიტა და ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა იყო, დღეს კი ესპანელმა ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა. მანამდე, მიმდინარე წლის თებერვალში ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა.