ეთერ ლიპარტელიანი, დარია ბილოდიდი
Aa
Aa

მარცხი ბილოდიდთან - ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ზაგრებში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, გოგონებში საქართველოს ნაკრებს ერთი მედლის მოპოვების შანსი ექნებათ.

-57 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით დამარცხდა. უკრაინელმა ძიუდოისტმა ლიპარტელიანს გდება პირველივე წუთზე შეუსრულა, თუმცა, დარჩენილმა დრომ ქართველის უპირატესობით და აქტიურობით ჩაიარა. ლიპარტელიანმა რამდენჯერმე სცადა ილეთის შესრულება და მეტოქეს ორი გაფრთხილებაც მიაღებინა, თუმცა, გამარჯვება ვეღარ შეძლო.

შედეგად, ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, ოქროს მედლის მოპოვების შანსი -66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილს ექნება. ქართველი ფალავანი ფინალურ ბრძოლაში თურქ დემირელ მუჰამედს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები