საბა საზონოვი, ივან იურიჩი
Aa
Aa

საზონოვი ინტერთან საეჭვოა - სარეაბილიტაციო პროცესი ჭიანურდება

კვირას, იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში საბა საზონოვსა და მის თანაგუნდელებს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რადგან „ტორინო“ სტუმრად იმ „ინტერთან“ ითამაშებს, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული რამდენიმე დღის წინ, „დერბი დელა მადონინას“ მოგების შემდეგ გაინაღდა. 22 წლის ქართველ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში თავის გამოჩენის შანსი ისედაც იშვიათად ეძლევა, თუმცა ის სავარაუდოდ, გუნდს მილანში საერთოდ ვერ გაჰყვება, რადგან მუხლქვეშა მყესების ტრავმა ისევ აწუხებს და სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერჯერობით არ დაუწყია.

საზონოვის გარდა, „გრანატას“ მთავარ მწვრთნელს ივან იურიჩს ძლიერ მეტოქესთან კიდევ რამდენიმე მცველის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. სარეაბილიტაციო კურსის გავლას განაგრძობენ კოფი ჯიჯი და პერ შურსი, რომლისთვისაც წლევანდელი სეზონი დასრულებულია. კარგი ამბავი კი მხოლოდ ის არის, რომ დაზიანება სრულად მოირჩინა პიეტრო პელეგრიმ, რომელსაც ბოლო სამი მატჩის გამოტოვება მოუხდა, ახლა კი სრულ მზადყოფნაშია.

ოცდაცამეტი ტურის შემდეგ 46 ქულით „ტორინო“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და კლუბს არც ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება და ვერც ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება საზონოვს, მან სერია A-ში ბოლოს 16 მარტს სტუმრად „უდინეზესთან“ 2-0 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა, როდესაც შეცვლაზე 83-ე წუთზე ჩაერთო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩვენი ფეხბურთის მომავალი | Football Talent Scout-ის ტოპ 10 ქართველი ახალგაზრდა
ჩვენი ფეხბურთის მომავალი | Football Talent Scout-ის ტოპ 10 ქართველი ახალგაზრდა