მერაბ დვალიშვილი, კამარუ უსმანი, შონ ომალი
Aa
Aa

„კვლავ ჩემს იგნორს ცდილობს“ - ომალი მერაბს კიდევ გაურბის?

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ საკუთარ პოდკასტში განაცხადა, რომ მომდევნო ბრძოლა შესაძლოა კრივში გამართოს.

„შუგამ“ სავარაუდო მეტოქეც დაასახელა და განაცხადა, რომ ჩხუბი რაიან გარსიასთან სურს.

„რაიან გარსია ეძებს შემდეგ ვარიანტს. ჩემი მომდევნო ბრძოლა შესაძლოა კრივში იყოს“, - ამბობს ომალი.

საგულისხმოა, რომ ომალის განცხადებას სოციალურ ქსელში საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი, კამარუ უსმანი გამოეხმაურა.

„შონ ომალის“ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა დივიზონი აქვს, სადაც ბევრი კონტენდერია, ერთ-ერთი ასეთი კი მერაბია, რომელიც მას ელოდება. მან ჯერ თავისი დივიზიონი უნდა გაწმინდოს“, - აღნიშნა უსმანმა.

ომალის ამ კომენტარს მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა და განაცხადა, რომ მოქმედი ჩემპიონი კვლავ მის დაიგნორებას ცდილობს.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, ზუსტი თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა 17 თებერვალს, UFC 298-ზე გამართა და ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, შონ ომალიმ კი UFC 299-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მარლონ „ჩიტო“ ვერას ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა ბედი ეწია ომალის ქურთუკს | საქმეში დენა უაითი ჩაერია
რა ბედი ეწია ომალის ქურთუკს | საქმეში დენა უაითი ჩაერია