ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„განახლების პროცესი ძალიან გაჭიანურდა“ - დი ლორენცოს აგენტმა კვარაზე ისაუბრა

ჯოვანი დი ლორენცოს, მარიო რუისა და მატეო პოლიტანოს აგენტმა, მარიო ჯუფედიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მისი კლიენტები სეზონის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ არ დატოვებენ.

ჯუფედიმ გუნდის სხვა ფეხბურთელების, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ გაიწელა.

რას ამბობს ჯუფედი:

ჩემი კლიენტები გუნდის დამოკიდებულებით და პირობებით უკმაყოფილოები არასდროს ყოფილან. მე მართალი ადამიანი ვარ და ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. ჩემმა კლიენტებმა კონტრაქტი უკვე განაახლეს და რაიმე სახის პრეტენზია არ აქვთ. გვიხაროდა, რომ ჩემპიონობის შემდეგ კიდევ ერთი შანსი გვექნებოდა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, მაგრამ ისინი გუნდში ყოფნით ბედნიერები არიან. დროთა განმავლობაში ველოდით, რომ კონტრაქტი სხვებთანაც განახლდებოდა - ვიქტორ ოსიმენთან, ჟიელინსკისთან, კვარაცხელიასთან... მაგრამ პროცესები ძალიან გაჭიანურდა. მახსოვს, როცა ვიმსახურებდი, ჩემი მშობლები ყოველთვის აკმაყოფილებენ ჩემს თხოვნებს. დე ლაურენტისიც ასეა, თავს არასდროს იკავებს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩემი ფეხბურთელებიდან „ნაპოლის“ დატოვებაზე არავის უფიქრია. თუ განახლებულ კონტრაქტს ვაფორმებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ პატივი ვცეთ. თუ ხვალ, ან ზეგ მწვრთნელისა და კლუბის სტრატეგიას აღარ შევეფერებით, მაშინ ქუდს დავიხურავთ და აქედან მშვიდად წავალთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს, ახლა ჩემს ფეხბურთელებს არ შეეხებათ. ყველა „ნაპოლიში“ დარჩება, რადგან ახლა გუნდიდან წასვლა სიმხდალე იქნებოდა.

33 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. გუნდი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის, თუმცა, კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ლაციოს“ 3 ქულით ჩამორჩება. „პარტენოპეი“ გასულ ტურში „ემპოლისთან“ სტუმრად 1:0 დამარცხდა, მომდევნო შეხვედრას კი 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი დათმობაზე მიდის?! - ჯუღელს ნეაპოლში უახლოეს დღეებში ელოდებიან
ნაპოლი დათმობაზე მიდის?! - ჯუღელს ნეაპოლში უახლოეს დღეებში ელოდებიან