კიტეს კარგი მატჩი და მაგარი გოლი - შტურმი ბუნდესლიგაში გალიდერდა
ავსტრიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. საჩემპიონო ექვსეულში მყოფმა გრაცის „შტურმმა“, რომლის ღირსებასაც ოთარ კიტეიშვილი იცავს პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
„შტურმსა“ და „ზალცბურგს“ ამ ტურამდე თანაბარი 35-35 ქულა ჰქონდათ. „ზალცბურგმა“ სტუმრად „კლაგენფურტთან“ 3:4 წააგო, რამაც კიტეს გუნდს გალიდერების შანსი მისცა, რომელიც გრაცელებმა გამოიყენეს და ასევე სტუმრად ვენაში „რაპიდს“ 3:1 მოუგეს.
ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში იმყოფებოდა და შეხვედრის 44-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, სტუმართა კარში მარცხენა ფეხით საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა.
კიტეიშვილი მეორე ნახევარში 71-ე წუთზე შეცვალეს და გუნდი უფრო დაცვით სტილზე გადაეწყო. კიტემ შეხვედრაში ყველაზე მაღალი (გუნდელ ჰორვატთან ერთად) 8.1 შეფასება მიიღო.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ავსტრიის ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
29-ე ტურში „შტურმს“ საჩემპიონო გამოცდა ელის. კიტეიშვილის გუნდი 28 აპრილს სტუმრად „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.