მოლაპარაკება მიმდინარეობს - ბაიერნი რანგნიკს მიუახლოვდა
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტომას ტუხელი მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს. შესაბამისად, „რეკორდმაისტერი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია.
გერმანული გიგანტის ირგვლივ არაერთი სპეციალისტის სახელმა გაიჟღერა. ბოლო პერიოდში კი რალფ რანგნიკზე იწერება. ამ საკითხთან დაკავშირებით, უკანასკნელ ცნობებს გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანოს თქმით, რანგნიკი „ბაიერნთან“ პირობებს არკვევს, რადგან მოლაპარაკება უკვე კონკრეტულ ეტაპზეა. ყოველწლიური ანაზღაურება პრობლემას არ წარმოადგენს. რალფს სურს იცოდეს პროექტის, გრძელვადიანი გეგმების და ტრანსფერების შესახებ. მას სურს, რომ მისი გავლენა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საბჭოსთან ერთად მნიშვნელოვანი იყოს.
???????? Ralf Rangnick, already discussing terms and conditions with Bayern — as talks are at concrete stage.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 24, 2024
No issues on salary/money; Rangnick wants to know about project, long term plans, signings/outgoings.
His influence on decisions (together with the board) will also be key. pic.twitter.com/wYLxeGFWzJ
ცნობისთვის, გერმანელ სპეციალისტს ბუნდესლიგის არაერთ გუნდში უმუშავია, მატ შორის „შალკეში“, „ჰანოვერში“, „ლაიპციგში“, „ჰოფენჰაიმში“ და „შტუტგარტში“, თუმცა არასდროს „ბაიერნში.“ ეს გარკვეულწილად მისთვის გამოწვევაა.
ამჟამად 56 წლის გერმანელი ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს. იქამდე კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა, სადაც აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდა.
ასევე გეტყვით, რომ „რეკორდმაისტერის“ ირგვლივ ჟოზე მოურინიოს და ჰანსი ფლიკის სახელმაც გაიჟღერა, თუმცა მათთან კლუბს რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
რაც შეეხება „ბაიერნს“, მიმდინარე სეზონში ტუხელის გუნდმა ბუნდესლიგა და გერმანიის თასი წააგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გავიდა, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.