თუ ოსიმენი წავა - ნაპოლი დოვბიკისთვის იბრძოლებს
როგორც მოგეხსენებათ, მაღალი ალბათობაა იმისა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი დატოვებს. აურელიო დე ლაურენტისი კი მისი შემცვლელის ძიებაშია.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიგერიელი თავდამსხმელის წასვლის შემთხვევაში „პარტენოპეი“ არტემ დოვბიკის ტრანსფერისთვის იბრძოლებს. გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევრო იქნება.
ცნობისთვის, უკრაინელი თავდამსხმელი „ჟირონას“ ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაში იმყოფება.
დოვბიკი 18 გოლით ლა ლიგის ბომბარდირია და „ჟირონა“ მესამე ადგილზე იმყოფება. სწრედ არტემის დამსახურებაა, რომ ესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება და მეტიც, სეზონის გარკვეულ ეტაპზე მადრიდის „რეალსაც“ უსწრებდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნაპოლიმ“ „ლილის“ თავდამსხმელთან ჯონათან დავიდთან მიაღწია შეთანხმებას. კანადელი შემტევი 50 მილიონი ევრო ღირს.
იქიდან გამომდინარე, რომ აურელიო დე ლაურენტისს ფულის ხარჯვა დიდად არ უყვარს, თავისუფლად უნდა ვივარაუდოთ, რომ დოვბიკი „პარტენოპეის“ პრეზიდენტისთვის უფრო სასურველი იქნება.
ასევე შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გასული სეზონის სერია ა-ს ჩემპიონს ფრანჩესკო კალცონა დატოვებს და დე ლაურენტისს მთავარი მწვრთნელის მოძიებაც მოუწევს.