ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„28 წლის არის და გვესმის, რომ კარიერაში რაღაც ახალი სურს...“

გრაცის „შტურმის“ ქართველი ათიანი ოთარ კიტეიშვილი ახალი სეზონიდან შესაძლოა ახალ გუნდში ვიხილოთ. ამის შანსები არსებობს და ეს ავსტრიულმა კლუბმაც იცის, რომელიც კიტესთვის ხელის შეშლას არ ცდილობს და მის გადაწყვეტილებას ელის.

28 წლის კიტეიშვილს „შტურმთან“ ხელშეკრულებას ზაფხულში უსრულდება და ახალი კონტრაქტის გაგრძელებას ჯერ არ ჩქარობს.

გრაცელთა სპორტულ დირექტორს ანდრეას შიკერს სწორედ იმ ფეხბურთელთა შესახებ ჰკითხეს, რომელთა მომავალიც ჯერჯერობით გაურკვეველია.

„ოთარი უკვე 28 წლის არის და გასაგებია, რომ მას თავის კარიერაში რაღაც ახლის გაკეთება სურდეს. ამავდროულად ის გრაცელი გულშემატკივრებისთვის საყვარელი მოთამაშეა, ვფიქრობ, ის ამას აფასებს. ჩვენგან მისთვის ახალი შეთავაზება მაგიდაზეა, მაგრამ მასზე ზეწოლის მოხდენას არ ვაპირებთ. ჩვენს შორის მოლაპარაკებები ურთიერთპატივისცემის გამოხატვითა და საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს“.

- უთხრა შიკერმა sturmnetz.at-ს.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ავსტრიის ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და თავი 5-5 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გრაცის შტურმი 27 ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში 35 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. ამდენივე ქულა აქვს პირველადგილოსან „ზალცბურგს“, რომელიც ცხრილს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტებასი: გოლის ამომცნობი ტექნოლოგია ძვირია და თან სრულყოფილი არ არის
ტებასი: გოლის ამომცნობი ტექნოლოგია ძვირია და თან სრულყოფილი არ არის