ლიონელ მესი, ფაბიო კაპელო, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

კაპელო: ამ ასაკში ჯუდის მსგავსად თამაში მესის და კიდევ რამდენიმეს შეუძლოთ

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო, „ელ კლასიკოში ჯუდ ბელინგემის თამაშზე საუბრობს და მის სეზონს ფენომენალურს უწოდებს.

კაპელოს თქმით, ამ ასაკში ასე თამაში ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს შეეძლო.

„ამ ასაკში მხოლოდ სუპერ მოთამაშეებს შეუძლიათ ბელინგემის მსგავსად ითამაშონ. მაგალითად, მესის და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი.

ჯუდმა ბარსელონასთან წარმოუდგენლად ითამაშა. მოედნის ყველა ნაწილში შეუდარებელი იყო. დაცვას ეხმარებოდა და ძალიან საიმედო იყო.

გულშემატკივრები უყურებენ ამ ყველაფერს და მათ ესმით, რომ ამ ფეხბურთელს გამარჯვება სურს. ის დარბის და იბრძვის“.

- განაცხადა კაპელომ.

იტალიელმა სპეციალისტმა ასევე გენიოსების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, თუ რომელ ფეხბურთელებს მიიჩნევს გენიოსებად:

„მესი, პელე და მარადონა სამი გენიოსი. რონალდუ მათთან ძალიან ახლოსაა. კრიშტიანუ შესანიშნავი მოთამაშეა, შესანიშნავი ბომბარდირი, მან მოიგო ტიტულები და ოქროს ბურთი, მაგრამ ის არ არის ისეთი ბრწყინვალე, როგორც მესი. ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ არა გენიოსი.

დღეს ვუყურებ იამალს და ამ ბიჭს აქვს ხარისხი, ნიჭი, მაგრამ არ მგონია, რომ ის მესის, პელესა და მარადონას მსგავსი გენიოსი იყოს. როცა მეკითხებიან კრიშტიანუსა და ლეოს შესახებ, მე ყოველთვის მესის ვირჩევ. რონალდუ დიდი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და ბევრს მიაღწია, მაგრამ ის გენიოსი არ არის. ეს მარტივი საკითხია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: გუნდში მძიმე ატმოსფეროა - წამყვანი სახელები წასვლაზე ფიქრობენ
Gazzetta: გუნდში მძიმე ატმოსფეროა - წამყვანი სახელები წასვლაზე ფიქრობენ