ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: გოლის ამომცნობი ტექნოლოგია ძვირია და თან სრულყოფილი არ არის

„ელ კლასიკოს“ შემდეგ, ევროპულ პრესაში ლა ლიგის მიმართ კრიტიკა და დამცინავი შეფასებები მომრავლდა.

ამ თემასთან დაკავშირებით, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განმარტა, თუ რატომ არ აქვთ მათ გოლის ამომცნობი ტექნოლოგია.

„ეს არ არის სრულყოფილი ტექნოლოგია და ეს არის პირველი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვყიდულობთ მას. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. სეზონის განმავლობაში მსგავსი გოლები სამჯერ ან ოთხჯერ გადის. ამას ემატება ისიც, რომ სისტემა არ არის სრულყოფილი.

გარდა ამისა, გოლის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება საკმაოდ ძვირია. მისი ერთხელ გამოსაყენებლად საჭიროა 5-6 მილიონი დოლარის ინვესტიცია, თუმცა შედეგი შეიძლება საეჭვო იყოს“.

- თქვა ხავიერ ტებასმა Marca-სთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელი სტადიონებზე მეტი კამერის დანერგვის მომხრეა.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკოში“ ლამინ იამალის გოლი არ ჩაითვალა, რადგან კამერებმა ზუსტად ვერ დააფიქსირეს ბურთმა ხაზი გადაკვეთა, თუ არა. ფოტოებში თითქოს ჩანდა, რომ გოლი იყო, მაგრამ არბიტრებს ამის შესახებ მატჩის მსვლელობისას ინფორმაცია არ ჰქონიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ყველაზე ნიჭიერია, ვისთანაც მითამაშია“ | სალაჰის ყოფილი თანაგუნდელი
„კვარა ყველაზე ნიჭიერია, ვისთანაც მითამაშია“ | სალაჰის ყოფილი თანაგუნდელი