მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

„აიაქსს მისი დაბრუნება აღარ სურს“ - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე

ცნობილმა ნიდერლანდურმა სააგენტო Soccernews.nl-მა საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის მომავლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ „აიაქსი“ 23 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას აღარ აპირებს.

რა წერია სტატიაში:

23 წლის შემტევმა „მეცში“ იჯარით დაბრუნების შემდეგ მაშინვე გამოავლინა ის თვისებები, რის გამოც „აიაქსმა“ შეიძინა. 2024 წელს მან ლიგა 1-ში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე კილიან მბაპემ. „მეცს“ მისი გამოსყიდვის შემთხვევაში, 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. გარიგების განხორციელების შანსებს ის ფაქტორიც ზრდის, რომ „აიაქსს“ ფეხბურთელის დაბრუნება აღარ სურს და თავად ფეხბურთელსაც არ აქვს ამსტერდამში დაბრუნების სურვილი.

არის შანსი, რომ მიქაუტაძე „მეცის“ გარდა რომელიმე სხვა ფრანგულ, უფრო დიდ კლუბშიც გაიყიდოს. ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელმა ლეკიპთან ინტერვიუს დროს „აიაქსს“ მძიმე დარტყმა მიაყენა. მიქაუტაძე ამბობდა, რომ მას კლუბი სასტუმროს მოძებნაშიც არ დაეხმარა და იჯარით გასხვისების შემდეგაც არ მოუკითხავთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. ამსტერდამულმა გუნდმა „მეცს“ მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარის წესით ისევ ფრანგულ კლუბში დააბრუნა.

2023/24 წლების სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით 16 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენ კაციანი იქნება ვილი სანიოლის განაცხადი | გადაწყვეტილება მიღებულია
რამდენ კაციანი იქნება ვილი სანიოლის განაცხადი | გადაწყვეტილება მიღებულია