ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

Gazzetta: გუნდში მძიმე ატმოსფეროა - წამყვანი სახელები წასვლაზე ფიქრობენ

იტალიაში ავტორიტეტული გაზეთი, la Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ გამოცემაში წერს, რომ „ნაპოლის“ გუშინდელ ვარჯიშზე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფრანჩესკო კალცონა ფეხბურთელებს დაუპირისპირდა. გამოცემის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტს მოთამაშეებთან მკაცრი საუბარი ჰქონდა, ამის მიზეზი კი სერია A-ს ბოლო ტურში, „ემპოლისთან“ 1:0 მარცხი გახდა.

Gazzetta ასევე აღნიშნავს, რომ არსებული ატმოსფეროს გამო, მომავალი სეზონიდან გუნდის დატოვება რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს სურს.

რა წერია სტატიაში:

ჩემპიონატში მე-10 მარცხის შემდეგ, „ნაპოლიში“ საკმაოდ მძიმე ატმოსფეროა. იმის რისკი, რომ ზაფხულში რევოლუცია ყველა ფეხბურთელს შეეხება, საკმაოდ რეალურია. შესაძლოა, ამ რევოლუციაში „სკუდეტოს“ მთავარი შემოქმედებიც მოხვდნენ, ისეთები, როგორებიც არიან ჯოვანი დი ლორენცო, ზამბო-ანგისა, სტანისლავ ლობოტკა და ხვიჩა კვარაცხელია. ეს ფეხბურთელები საკუთარ მომავალზე სერიოზულად ფიქრობენ. ქართველმა კონტრაქტის გაუმჯობესებისა და ხელფასის გაზრდის შემთხვევაშიც, შესაძლოა, გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.

გუშინ, „კასტელ ვოლტურნოში“ ვარჯიშის დაწყებამდე მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის მკაცრი საუბარი შედგა. მთავარი გმირი ფრანჩესკო კალცონა იყო, რომელმაც ღიად გამოხატა უკმაყოფილება „ემპოლისთან“ ნაჩვენები არასათანადო დამოკიდებულების გამო. შეხვედრას მწვრთნელებთან ერთად კლუბის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, თუმცა, აურელიო დე ლაურენტისი არ ყოფილა. პრეზიდენტი ახლა რომში შეხვედრებს მართავს.

33 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. გუნდი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის, თუმცა, კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ლაციოს“ 3 ქულით ჩამორჩება. „პარტენოპეი“ გასულ ტურში „ემპოლისთან“ სტუმრად 1:0 დამარცხდა, მომდევნო შეხვედრას კი 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკოს ინტერესი და ვალენსიას გეგმები | ღამურებმა პოზიცია შეცვალეს?
ატლეტიკოს ინტერესი და ვალენსიას გეგმები | ღამურებმა პოზიცია შეცვალეს?