ხვიჩა კვარაცხელია, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

„კვარა ყველაზე ნიჭიერია, ვისთანაც მითამაშია“ | სალაჰის ყოფილი თანაგუნდელი

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, დარკო იევტიჩმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. იევტიჩმა, რომელიც „ბაზელში“ მოჰამედ სალაჰთან ერთად ასპარეზობდა და ახლა „რუბინის“ ღირსებას იცავს, Metaratings-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, „კვარა“ შეაქო და განაცხადა, რომ მასზე ნიჭიერი თანაგუნდელი არასდროს ჰყოლია.

„ხვიჩასა და სალაჰის შედარება? ტალანტით თუ ვიმსჯელებთ, კვარაცხელია პირველ ადგილზეა იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებთან ერთადაც მითამაშია. თუ სისწრაფეს ეხება საუბარი, კვარაც სწრაფია, მაგრამ უპირატესობა სალაჰს აქვს. სხვა საფეხბურთო კომპონენტებს რაც შეეხება, ხვიჩა უფრო ძლიერია და ვუსურვებ, სალაჰისნაირი კარიერა ჰქონდეს.

კვარაცხელიას ზრდა და ცვლილებები რუბინში? რთულია ლაპარაკი, მაგრამ საფეხბურთო კუთხით რომ ვისაუბროთ, ნაპოლი არის გუნდი, რომელშიც „კვარა“ „მკვლელად“ ჩამოყალიბდა. სიტყვა „მკვლელში“ ვგულისხმობ იმას, რომ მეტოქის კარზე უფრო მეტადაა დაგეშილი. რუბინშიც მაგრად თამაშობდა, მაგრამ ასეთი სტატისტიკა არ ჰქონია. დიახ, რუსეთში ნებისმიერი მეტოქის მოტყუება შეეძლო, თუმცა, მთავარი გოლები და საგოლე გადაცემებია.

როგორ თამაშობს ახლა? გასულ სეზონში მიღწეული წარმატების გამეორება ძალიან გაუჭირდება. ისეთ ასაკშია, ახლა მთავარია, ყოველ წელს უკეთესი ფეხბურთი აჩვენოს და ჩემი აზრით, ნაპოლი ამისთვის მთლად შესაფერისი გუნდი არაა. გადაიზარდა თუ არა პარტენოპეისთვის? ვერ ვხედავ მიზეზს, რომლიც გამოც, მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას ტოპ კლუბში არ შეიძლება გადავიდეს. ხვიჩა უნდა გაიზარდოს და ამისთვის ყველაფერი აქვს. ნაპოლის დატოვებს, მაგრამ არ ვიცი, ეს როდის მოხდება“.

ცნობისთვის, იევტიჩი და სალაჰი „ბაზელის“ ღირსებას 2012-14 წლებში იცავდნენ. შვეიცარიელი ფეხბურთელი „რუბინს“ 2020 წელს შეურთდა და შვეიცარიის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, თუმცა, ეროვნულ გუნდში ჯერ არ გამოუძახებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2012 წელს დავამარცხეთ, ახლა კი...“ - რას ამბობენ ბელარუსში საქართველოზე
„2012 წელს დავამარცხეთ, ახლა კი...“ - რას ამბობენ ბელარუსში საქართველოზე