ირაკლი აზაროვი, ლუკა პარკაძე, საბა საზონოვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი კვერნაძე, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, ლუკა ლაცაბიძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ჩვენი ფეხბურთის მომავალი | Football Talent Scout-ის ტოპ 10 ქართველი ახალგაზრდა

Football Talent Scout-ი საფეხბურთო გვერდია, რომლის მფლობელიც იაჩეკ კულიგია და იგი საკუთარ მომხმარებლებს ფართო მასებისთვის ნაკლებად ცნობილ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აწვდის ინფორმაციას. რამდენიმე საათის წინ, Football Talent Scout-ის ვებგვერდზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალს მიეძღვნა.

სტატიის ავტორმა, დანი ომერმა ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, მომდევნო სეზონებში ყურადღებას მიიპყრობენ. „10 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც აღზევების გზაზე იმყოფებიან“, - ასეთია ომერის სტატიის სათაური და აი, როგორია მისი ათეული:

გაბრიელ სიგუა, ლუკა პარკაძე, ირაკლი აზაროვი, საბა საზონოვი, გიორგი კვერნაძე, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლაცაბიძე, ვახტანგ სალია.

„ეს ათკაციანი სია, რასაც ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი ემატება, ქართულ საფეხბურთო სცენაზე მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ ზედაპირულად აღწერს. ნიჭიერი მოთამაშეების სიხშირე (საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონია) და ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატება, კარგად ასახავს თუ რა აღმაფრთოვანებელი მომავალი აქვს ქართულ ფეხბურთს“, - წერს Football Talent Scout-ი.

ცნობისთვის, გაბრიელ სიგუა „ბაზელში“ თამაშობს. ლუკა პარკაძე „ბაიერნის“ საკუთრებაა და „ადმირაშია“ განათხოვრებული. გიორგი კვერნაძე „ფროზინონეში“ ასპარეზობს, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი და ლუკა ლაცაბიძე „შახტარს“ წარმოადგენენ, ალექსანდრე ფეიქრიშვილი და ვახტანგ სალია - „დინამო თბილისს“, საბა გოგლიჩიძე კი „ემპოლის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2012 წელს დავამარცხეთ, ახლა კი...“ - რას ამბობენ ბელარუსში საქართველოზე
„2012 წელს დავამარცხეთ, ახლა კი...“ - რას ამბობენ ბელარუსში საქართველოზე