ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თოფურიას მოუგოს და ვნახოთ“ | მახაჩევს ჰოლოუეისთან ჩხუბი ჯერ არ უნდა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა New York Post-ის ჟურნალისტს, სკოტ ფონტანას ინტერვიუ მისცა. მახაჩევმა მაქს ჰოლოუეიზე ისაუბრა, რომელმაც ახლახან ჯასტინ გეიჯი დაანოკაუტა და აღნიშნა, რომ „დალოცვილთან“ ჩხუბს ჯერ არ აპირებს.

„თუ მაქს ჰოლოუეი მსუბუქ წონით დივიზიონში კიდევ რამდენიმე მებრძოლს დაამარცხებს, მერე შეიძლება ვიჩხუბოთ. ამ მომენტისთვის, მისთვის სატიტულო ბრძოლის მიცემა არ მინდა, რადგან ჯერ ქამრის სხვა პრეტენდენტები მყავს დასამარცხებელი. დასტინ პორიეთი ვიწყებ, შემდეგ კი არმან ცარუკიანი მელოდება.

ჩემს დივიზიონში საქმე მაქვს მოსამთავრებელი და ჰოლოუეისაც იგივე აქვს გასაკეთებელი. თუ შემდეგ ბრძოლას მოიგებს და თოფურიას დაამარცხებს, მე კი მომდევნო ორ მეტოქეს დავაფინიშებ, შეიძლება, ჰოლოუეისთანაც ვიჩხუბო. ვნახოთ, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩხუბობდა და ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლისთვის მსუბუქ წონაში გადავიდა. როგორც მაქსი ამბობს, არ აქვს გადაწყვეტილი, მომდევნო ჩხუბს რომელ წონით დივიზიონში გამართავს, თუმცა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ იგი საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსს მიიღებს და ილიას მომდევნო მეტოქე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს საოცარი გოლი - დავითაშვილი მაგარ ფორმაშია
ზურიკოს საოცარი გოლი - დავითაშვილი მაგარ ფორმაშია