MARCA: ალკარასმა ოცნება აიხდინა და მის კერპთან, ილია თოფურიასთან ივარჯიშა
მსოფლიოს მესამე ჩოგანი, 20 წლის კარლოს ალკარასი მის კერპს, ილია თოფურიას შეხვდა. მათ ჯერ MMA-ში ივარჯიშეს, შემდეგ კი ჩოგბურთის კორტზე. „ალკარასმა ოცნება აიხდინა, მის კერპთან ივარჯიშა’’ - ამ სათაურით აქვეყნებს მადრიდული MARCA აღნიშნულ ვიდეოს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში Marca-მ კარლოს ალკარასს ინტერვიუ ჩამოართვა და ბევრ თემაზე ესაუბრა. Marca-ს ილია თოფურიაც არ დავიწყებია, რომელმაც ინტერვიუს ჩაწერამდე რამდენიმე დღით ადრე ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ალკარასისთვის დასმულ ერთ-ერთი შეკითხვაში „ელ მატადორი“ ახსენა.
Marca: „ნადალი, თოფურია თუ შენ, ვის აქვს საუკეთესო ფორჰენდი?“
ალკარასი: „თოფურიას. ილიამ ეს დაამტკიცა კიდეც“.