ლივერპული, იურგენ კლოპი, ჟოზე მოურინიო, დიტმარ ჰამანი
Aa
Aa

ლივერპულის ლეგენდა: “მოურინიო სწორი არჩევანი იქნება“

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპი „ლივერპულს“ დატოვებს. შესაბამისად, მერსისაიდელებს ახალი მწვრთნელი სჭირდებათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მოურინიოს დანიშვნას მიესალმება.

რა თქვა ჰამანმა?

„ჩემი აზრით მოურინიო სწორი არჩევანია. ის ძალიან მიყვარს და ვფიქრობ კლოპის მემკვიდრეობა მისთვის პრობლემა არ იქნება. არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც იტყვიან, რომ „ლივერპულში“ მუშაობა მათთვის საოცნებოა, მაგრამ კლოპის დაწყებულ საქმეს ვერ გააგრძელებენ. ყველამ ვნახეთ რა მოხდა ფერგიუსონის წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში.“

რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე ვიაზრებ, რომ შესაძლოა „ლივერპულს“ ეს პრობლემა მხოლოდ 1 ან 2 წლით შეექმნას. კლუბები 5 ან 8 წლიან გეგმებს სახავენ და ახალ მთავარ მწვრთნელს 6 თვეში ათავისუფლებენ. მათ არ იციან, თუ რა შეიძლება მოხდეს 2-3 წელიწადში. თუ მწვრთნელს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიუყვან და დაავალებ, რომ შემდეგ სეზონში მეექვსე ადგილზე ქვემოთ არ უნდა მოხვდეს მაშინ ეს მისაღებია.

ეს მიდგომა 2-3 წელიწადში უკეთეს შედეგს გამოიღებს, მაგრამ, როცა კლუბი ფეხბურთელებში 100 მილიონ ევროს იხდის და გუნდი მაინც მეექვსე ადგილზე გადის ეს მიუღებელია. ვფიქრობ, „ლივერპულმა“ მსგავსი შეცდომა არ უნდა დაუშვას.“

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი მერსისაიდელებს 2015 წელს ჩაუდგა სათავეში. „ლივერპულმა“ გერმანელის მეთაურობით არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ნანატრი პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

მიმდინარე სეზონში, „ლივერპულს“ ევროპის ლიგის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა მეოთხედფინალში „ატალანტას“ ბარიერი ვერ დაძლია. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, იურგენის შეგირდებს 74 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა „მანჩესტერ სიტის“, რომელსაც 73 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. პოტენციურად, პრემიერ ლიგის ლიდერი „მანჩესტერ სიტია.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარჩინიაკი, ორსატო და სხვები - ევრო 2024-ის მსაჯები ცნობილია
მარჩინიაკი, ორსატო და სხვები - ევრო 2024-ის მსაჯები ცნობილია