ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ფონდი „ქართუ“ ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლისთვის საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ 30 მილიონ ლარს მიიღებს, ჯგუფიდან გასვლის შემდეგ კი ყოველ გამარჯვებაზე - დამატებით 30 მილიონს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი „ქართუ“ ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი "ქართუ" ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის",

- აღნიშნულია „ქართუს“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველი ტურის ისტორიულ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკოს ინტერესი და ვალენსიას გეგმები | ღამურებმა პოზიცია შეცვალეს?
ატლეტიკოს ინტერესი და ვალენსიას გეგმები | ღამურებმა პოზიცია შეცვალეს?