კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, დიეგო მარადონა, პელე, ფაბიო კაპელო, ლამინე იამალი
Aa
Aa

კაპელო: მესი, პელე, მარადონა გენიოსები არიან, რონალდუ არა

ფაბიო კაპელომ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც გენიოსებად თვლის. ლეგენდარულმა იტალიელმა სიაში კრიშტიანუ რონალდუ არ შეიყვანა.

„მესი, პელე და მარადონა სამი გენიოსი. რონალდუ მათთან ძალიან ახლოსაა.

კრიშტიანუ შესანიშნავი მოთამაშეა, შესანიშნავი ბომბარდირი, მან მოიგო ტიტულები და ოქროს ბურთი, მაგრამ ის არ არის ისეთი ბრწყინვალე, როგორც მესი. ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ არა გენიოსი.

2005 წელს გამპერის თასზე მესის პირველად ვუყურე. 20-25 წუთის შემდეგ, რაიკაარდს ვთხოვე, რომ ის იუვენტუსში იჯარით გამოეშვა. მაშინვე მივხვდი, რომ ის გენიოსი იყო.

დღეს ვუყურებ იამალს და ამ ბიჭს აქვს ხარისხი, ნიჭი, მაგრამ არ მგონია, რომ ის მესის, პელესა და მარადონას მსგავსი გენიოსი იყოს.

როცა მეკითხებიან კრიშტიანუსა და ლეოს შესახებ, მე ყოველთვის მესის ვირჩევ. რონალდუ დიდი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და ბევრს მიაღწია, მაგრამ ის გენიოსი არ არის. ეს მარტივი საკითხია“.

- ციტირებს კაპელოს სიტყვებს Sport-ი.

იტალიელი სპეციალისტი მესის შესახებ საუბრისას ყოველთვის მკაფიო განცხადებებით გამოირჩეოდა. მისი პოზიცია არც ახლა შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკოს ინტერესი და ვალენსიას გეგმები | ღამურებმა პოზიცია შეცვალეს?
ატლეტიკოს ინტერესი და ვალენსიას გეგმები | ღამურებმა პოზიცია შეცვალეს?