100 მილიონი კვარასთვის - ჩელსისა და პსჟ-ს ინტერესი
ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის ირგვლივ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება. „ნაპოლისთვის“ სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია და კლუბი უკვე ახალ სეზონზე იწყებს ფიქრს.
სერია A-ს ბოლო ტურში „ემპოლისთან“ მარცხის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტი დე ლაურენტისი ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილო და გაბრაზებული იყო. მოთამაშეებს აშკარად ეტყობათ, რომ ენთუზიაზმი აღარ აქვთ და საქმისადმი მიდგომაც შეიცვალა.
როგორც Gazzetta წერდა დე ლაურენტისი მზადაა ნებისმიერი ფეხბურთელის თაობაზე მიიღოს შეთავაზება და შესაბამისი წინადადების არსებობის შემთხვევაში ტრანსფერი შედგება.
ESPN-ის ჟურნალისტი ეკრემ კონური წერს, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი საფრანგეთის ლიგა 1-დან და ინგლისის პრემიერ ლიგიდან არის. მხარეები მზად არიან 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.
???? #ForzaNapoliSempre ???? ????????
— Ekrem KONUR (@Ekremkonur) April 22, 2024
Ligue 1 and Premier League clubs continue to be interested in Khvicha Kvaratskhelia and Napoli could receive offers of 100 million euros for the 22-year-old Georgian in the summer transfer window. https://t.co/tduvquNp4t pic.twitter.com/fJawT0EO3Z
წყარო დაინტერესებულ გუნდებს შორის „ჩელსისა“ და პსჟ-ს ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წლიური ანაზღაურება 1.3 მილიონია. „ნაპოლი“ კი მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და სეზონურად 4 მილიონის შეთავაზებას გეგმავს, თუმცა შესაძლოა მოვლენები შეიცვალოს და კვარამ გუნდი დატოვოს.