ბითაძეს სათამაშო დრო არ ეძლევა | ორლანდო კლივლენდთან მეორედ დამარცხდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ პლეიოფის პირველ რაუნდში „კლივლენდ კავალიერსს“ ხვდება. „კავსს“ საკუთარი კედლების უპირატესობა აქვს და პირველი მატჩი 97:83 მოიგო, მეორე შეხვედრაში კი მეტოქე 96:86 დაამარცხა.
„კლივლენდს“ მაგარი სტარტი ჰქონდა და პირველი მეოთხედი 30:18 მოიგო, მეორე პერიოდი - 28:26. „კავალიერსმა“ „ორლანდოს“ თამაშში დაბრუნების საშუალება არ მისცა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
გოგა ბითაძეს სათამაშო დრო არც დღევანდელ შეხვედრაში მიეცა, მის გუნდში კი საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო - 21 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი. ფრანც ვაგნერმა 18 ქულა დააგროვა, მაგრამ 17-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო, გარი ჰარისს კი 14 ქულა ჰქონდა. „კლივლენდის“ მხრიდან 23 ქულითა და 8 მოხსნით დონოვან მიტჩელი გამოირჩა. ევან მობლის 17 ქულა ჰქონდა, ჯარეტ ალენს - 16 ქულა, 20 მოხსნა.
ცნობისთვის, ამ გუნდების მესამე შეხვედრა „ორლანდოს“ საშინაო არენაზე გაიმართება. მატჩი 26 აპრილს, თბილისის დროით 03:00-დან დაიწყება.