„მის წინააღმდეგ კვარას და ლეაუსაც ძალიან უჭირთ“ - ჟონდრეს აგენტი
„ლეჩეს“ მცველის, ვალენტინ ჟონდრეს აგენტმა, ბრუნო სატინიმ Sportitalia-სთან ინტერვიუს დროს ფრანგი ფებურთელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სერია A-ში ჟონდრეს დონის ფეხბურთელები ცოტანი არიან.
რას ამბობს სატინი:
ის კლუბის ნდობას გრძნობს, სანდო ბიჭია, რომელიც იმ ნაყოფს იმკის, რაც დათესა. სერია A-ში ის ერთ-ერთი ყველაზ პერსპექტიული გარემარბია. დაცვით ფაზაში ძალიან ცოტაა მასზე ძლიერი ფეხბურთლი. მის წინააღმდეგ ლეაუს და კვარაცხელიასაც ძალიან უჭირთ.
ზაფხულში ბევრ შემოთავაზებას ველოდებით, რომელსაც „ლეჩესთან“ ერთად განვიხილავთ. ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ყველა ვარიანტი და შეძლებენ თუ არა კლუბები მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ვალენტინ ჟონდრე „ამიენის“ აკადემიის აღზრდილია და „ლეჩეში“ 2021 წელს გადავიდა. 23 წლის მცველმა იტალიური გუნდის მაისურით სერია A-ში 98 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.