ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„საინტერესოა, შეძლებს, თუ არა მაქსთან იგივეს გაკეთებას“ - ალჯო თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლაზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად, ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა, ალჯამეინ სტერლინგმა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შესაძლო საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გულშემატკივრებს სანახაობრივი დაპირისპირება ელით.

რას ამბობს ალჯო:

საკმაოდ მიმზიდველი ბრძოლა იქნება. ვფიქრობ, მაქსს ფეხის დარტყმის უნარი ხისტ მებრძოლად აქცევს, ასევე, ძლიერი ნიკაპი აქვს, ილია კი მუშტებს კარგად ურტყამს, ხომ ასეა? ის მუდამ წინ მოდის, სანამ გალიასთან არ მიგიმწყვდევს, შემდეგ დარტყმების კომბინაციას გთავაზობს და თავს არ განებებს მანამ, სანამ ნოკაუტში არ გაგიშვებს. თუმცა, საკითხავია, შეძლებს თუ არ იმავეს გაკეთებას მაქსის წინააღმდეგ? მაქსს როდესაც გალიასთან მიიმწყვდევ, იქ სადაც ილია ბრწყინავს ხოლმე, დარტყმების გაცვლა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ბრძოლა ძალიან საინტერესო და დინამიკური იქნება.

შეგახსენებთ, რომ უდიდესი ალბათობით, ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. „დალოცვილად“ წოდებულმა ჰოლოუეიმ ცოტა ხნის წინ BMF-ის ქამარზე ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბა და მეტოქე შეხვედრის დასრულებამდე 1 წამით ადრე ნოკაუტით დაამარცხა.

ჰოლუეისა და გეიჯის ბრძოლას ილია თოფურიაც ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ „დალოცვილმა“ ქართველი მებრძოლი დარბაზშივე გამოიწვია, მოგვიანებით კი თოფურიამ უპასუხა, რომ მასთან ბრძოლისთვის მზადაა. რამდენიმე დღის წინ „მატადორმა“ განაცხადა, რომ მისი სურვილია, ბრძოლა მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართოს.

აქვე გეტყვით, რომ ალჯამეინ სტერლინგმა, რომელიც მერაბ დვალიშვილის უახლოესი მეგობარი და გუნდის წევრია, ქვემსუბუქ წონაში პირველი წონა იმავე ქარდზე გამართა, სადაც ჰოლოუეიმ და გეიჯიმ იჩხუბეს. ალჯო კელვინ კატარს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლების გატანით ბედნიერი ვარ, მაგრამ...“ - მიქაუტაძე ლე ავრისთან მატჩზე
„გოლების გატანით ბედნიერი ვარ, მაგრამ...“ - მიქაუტაძე ლე ავრისთან მატჩზე