ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ბრაიან ორტეგა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ან ვოლკი, ან მე“ - ორტეგამ თოფურია კიდევ ერთხელ გამოიწვია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ბრაიან ორტეგამ ილია თოფურია კიდევ ერთხელ გამოიწვია.

ამერიკელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ „მატადორი“ ჯერ დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის უნდა შეხვდეს, სხვა შემთხვევაში კი სატიტულო ბრძოლისთვის მან უნდა იჩხუბოს.

რას ამბობს ორტეგა:

„ვფიქრობ, ჯერ ვოლკანოვსკისთან მატჩ-რევანში უნდა შედგეს, მაგრამ თუ ვოლკი ბრძოლაზე უარს იტყვის, მაშინ მას მე უნდა შევხვდე. ალექსმა ბევრს მიაღწია და ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყო, მაგრამ თუ ის ბრძოლაზე უარს იტყვის, UFC არ უნდა აჩქარდეს. ამ ბიჭს ვიცნობ და ის ბრძოლისთვის მზად იქნება“.

„მეც საუკეთესო ფორმაში ვარ. საკუთარი თავის გაყიდვას და პიარს არ ვცდილობ, მაგრამ არასდროს ყოფილა ის ბრძოლა მოსაწყენი, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. თოფურიასთან ან ვადაზე ადრე გავიმარჯვებ, ან თვითონ დამაფინიშებს“.

შეგახსენებთ, რომ უდიდესი ალბათობით, ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. „დალოცვილად“ წოდებულმა ჰოლოუეიმ ცოტა ხნის წინ BMF-ის ქამარზე ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბა და მეტოქე შეხვედრის დასრულებამდე 1 წამით ადრე ნოკაუტით დაამარცხა.

ჰოლუეისა და გეიჯის ბრძოლას ილია თოფურიაც ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ „დალოცვილმა“ ქართველი მებრძოლი დარბაზშივე გამოიწვია, მოგვიანებით კი თოფურიამ უპასუხა, რომ მასთან ბრძოლისთვის მზადაა. რამდენიმე დღის წინ, „მატადორმა“ განაცხადა, რომ მისი სურვილია, ბრძოლა მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართოს. ასევე, თოფურაიმ ჰოლოუეის მიანიშნა, რომ თუ ბრძოლის პირობები არ მოსწონს, მის შესაცვლელად ბრაიან ორტეგა მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასაცილოა, რასაც ამბობს“ | მაქს ჰოლოუეიმ ილიას უპასუხა
„სასაცილოა, რასაც ამბობს“ | მაქს ჰოლოუეიმ ილიას უპასუხა