მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო: „ტენ ჰაგს ნდობა და მხარდაჭერა აქვს, მე კი არ მქონდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „წითელ ეშმაკებში“ ყოფნის პერიოდი გაიხსენა და თავისი სამუშაო ერიკ ტენ ჰაგის ახლანდელ მდგომარეობას შეადარა. „განსაკუთრებულმა“ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნის პერიოდში ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონდა.

რას ამბობს მოურინიო:

ადამიანური თვალსაზრისით, ედ ვუდვორდთან (ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთმანეთს შეტყობინებებს ახლაც ვუგზავნით. მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით ჩვენი ურთიერთობა საუკეთესო არ ყოფილა.

მე ვარ ის, ვინც ვარ, ფეხბურთის ადამიანი, ედი კი სხვა სფეროდან მოდის. ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ტენ ჰაგს აქვს, მე არ მქონია, არ მქონდა ასეთი დონის ნდობა. მოწყენილი ვიყავი და წასვლა მინდოდა, ვგრძნობდი, რომ პროცესის დასაწყისში ვიყავი.

რაღაც მომენტებში ვგრძნობდი, რომ თუ ისინი ნდობას გამომიცხადებდნენ და ჩემს გამოცდილებას მიჰყოლოდნენ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

გუნდში ახლაც არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთა გუნდში ყოფნასად 5-6 წლის წინ არ ვისურვებდი. ვფიქრობ, ისინი კლუბისთვის შესაბამისი ფეხბურთელები არ არიან.

მაგრამ იქ ჩემი საქმე გავაკეთე. დრო ყოველთვის ამბობს სიმართლეს. ვისურვებდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დიდ წარმატებას მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2016 წლის მაისიდან, 2018 წლის დეკემბრამდე წვრთნიდა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდმა ევროპა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები