ირაკლი კობახიძე
Aa
Aa

კობახიძე: ახალ სტადიონს ავაშენებთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე განაცხადს შევიტანთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისში ახალი 70-ათასიანი სტადიონი აშენდება და ქართული მხარე ეცდება, რომ ამ სტადიონმა 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება მოიპოვოს.

ირაკლი კობახიძე: „მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახალ სტადიონზე. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს, ჩვენს დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და, რა თქმა უნდა, სათანადოდ განხორციელდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი''.

შეგახსენებთ, 2015 წელს თბილისში, „დინამო არენაზე'' UEFA-ს სუპერ თასი გაიმართა, „ბარსელონამ'' „სევილია'' 5:4 დაამარცხა. ასევე, 2017 წელს საქართველომ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლა, გასულ წელს კი საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გაიმართა. ასე რომ ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირებისა და მატჩების მასპინძლობის გამოცდილება დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები